ჩვენ შესახებ "მარმა"

ჩვენი კომპანია საოჯახო ბიზნესია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ვამაყობთ იმით, რომ ხარისხისა და სანდოობის სიმბოლოდ ჩამოვყალიბდით. ჩვენი მთავარი საქმიანობა საფლავის მოსაპირკეთებელი ქვის, მარმარილოსა და გრანიტის წარმოებასა და მონტაჟს მოიცავს.


ჩვენი მასალები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მათ შორის:

  • საფლავის მოსაპირკეთებლად და დასახატი ქვის დასამზადებლად;
  • სახლის შიდა და გარე მოპირკეთებისთვის, როგორიცაა ბუხრები, იატაკის ფილები და სხვა დეკორატიული ელემენტები.

მარმა

თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კარიერებთან და ფლობს ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს ისეთ პრესტიჟულ პარტნიორებთან, როგორიცაა:


  • ბერძნული ტასოს მარმარილოს კარიერი;
  • იტალიური კარარას მარმარილოს კარიერი;
  • ინდური პრემიუმ შავი ფერის გრანიტის კარიერი ;
  • ინდური ფერადი ქვების კარიერების გაერთიანება;
  • ჩინური შანხი ბლექის კარიერი;
  • უკრაინის სამი წამყვანი კარიერი.

მარმა


“მარმა” გამოირჩევა პროფესიონალური მომსახურებითა და ინდივიდუალური მიდგომით, რაც თითოეულ კლიენტს უნიკალურ და მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ კლიენტებისთვის საუკეთესო ხარისხის ქვა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე დიზაინის, სამშენებლო სტანდარტებსა და გარემო პირობებთან გამძლეობას.


ჩვენ საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და აარიდოთ თავი შუამავლებთან ურთიერთობას, რაც ხშირ შემთხვევაში გაუგებრობეითა და უკმაყოფილებით სრულდება.